In partnership with
Rowan University
New Jersey, USA
American owned & American Managed
English Русский Georgian

თბილისში „Lean Six Sigma“ ტრენინგების სერია იწყება!

საქართველოში პირველად ტრენინგ და ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი Headvice, გთავაზობთ Lean Six Sigma ტრენინგების სერიას, რომელსაც გაუძღვება Sterling Business School-ის პრეზიდენტი, ამერიკის დემოკრატიული პარტიის წევრი და Lean Six Sigma Master Black Belt-ის მფლობელი – რენო დომენიკო. ტრენინგის მასპინძელია სასტუმრო Cityavenue 

რა არის Lean Six Sigma?

Six Sigma წარმოადგენს ტექნიკებისა და მეთოდების ერთობლიობას, რომელიც იყენებს სტატისტიკურ ანალიზს, ოპერაციათა შესრულების ხარისხის გასაზომად და გასაუმჯობესებლად. მისი მეშვეობით ხდება ბიზნეს პროცესში დეფექტების აღმოჩენა და მათი რაოდენობის შემცირება.

Lean მენეჯმენტი ორიენტირებულია ბიზნეს პროცესიდან ზედმეტი ხარჯის აღმოფხვრაზე. იგი დაკავშირებულია იმის შეცნობასთან, თუ რა არის მნიშვნელოვანი მომხმარებლისათვის.

Six Sigma-ს მეთოდოლოგია შეიქმნა 1986 წელს, ბილ სმიტის მიერ, Motorola-სთვის. შემდეგ კი, 1995 წელს ჯეკ ველშმა დანერგა General electric-ში, საიდანაც დაიწყო Six Sigma-ს პოპულარობა და ფართოდ გამოყენება.

მსოფლიოს მასშტაბით, Lean Six Sigma-ს მეთოდს იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Amazon.com, Motorola, General Electric, Toyota, Pfizer, Bank of America, Boeing, Dell, Caterpillar Inc, Ford Motor Company და სხვა.

„დასავლეთში თითქოს ჰაერში ისმის ასეთი ფრაზა: if you can’t measure you can not manage. 6 სიგმა ნიშნავს ყველაფრის გაზომვას, ზედმიწევნით კარგად დაგეგმვასა და მართვას.  ლინ მენეჯმენტის ფილოსოფია სხვაა. ის კონტექსტუალურია, ის არ გეგმავს, არ უყურებს ზედხედში, ის ჩადის დეტალში, ყველა პრობლემის შინაარსი ამოაქვს ზედაპირზე და ახდენს მის გამოსწორებას.“- The World Bank-ის კუნსულტანტი, ტრენერი – ანდრო დგებუაძე

ტრენინგ და ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი ჰედვაისი უკვე ორი წელია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და მომხმარებელს მრავალფეროვან ტრენინგებსა თუ ლექციებს სთავაზობს.

სწორედ ჰედვაისის ორგანიზებით,Rowan University (USA) -სა და Sterling Business School (USA) -თან ერთად, საქართველოში პირველად ტარდება Lean Six Sigma-ს ტრენინგების სერია. ტრენინგის დასრულების შემდეგ კი, გაიცემა, აღნიშნული ორგანიზაციების ერთობლივი , საერთაშორისო სერტიფიკატი.

ტრენინგზე რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  http://headvice.ge/lean-6-sigma/